21:20 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-01 18:58:32, 622 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ედვარდ ნალბანდიანს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

პრეზიდენტის პრესსამსახურის  ინფორმაციით,  პრეზიდენტმა მწუხარება გამოხატა ერევანში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო და  ვითარების სწრაფად  დარეგულირების იმედი გამოთქვა.

მათივე ცნობით, პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთს შორის პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო, ტურიზმის, ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების მზარდი დინამიკის ფონზე, სომხეთთან სხვადასხვა  მიმართულებებში ურთიერთობის გაღრმავების სურვლი გამოითქვა.

მხარეებმა რეგიონში არსებული ის გამოწვევები განიხილეს, რომლებიც გავლენას ახდენენ რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.

შეხვედრისას, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების ფონზე, ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობასაც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics