|
2016-08-01 18:22:21, 606 ნახვა
პოლიტიკა
გიგლა აგულაშვილი: ახალ მინისტრებს უკეთესი შედეგების ჩვენებას ვუსურვებდი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ახალი მინისტრების დანიშვნას ეხამურება და აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტში ახალ წევრებს მიესალმება. „მივესალმები მინისტრთა კაბინეტში ახალ მინისტრებს. იმედს გამოვთქვამ, რომ დიახ, ისინი იყვნენ გამგრძელებლები იმ წარმატებული გზისა, რომლებსაც წინა მინისტრებმა მიაღწიეს და ვუსურვებდი უკეთესი შედეგების ჩვენებას“, - აცხადებს აგულაშვილი. შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ხოლო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იქნება. ახალი მინისტრები პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ქეთევან ციხელაშვილ ამ დრომდე სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა, ლევან იზორია კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. ცნობისთვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას აქამდე თინა ხიდაშელი იკავებდა, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს კი, პაატა ზაქარეიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)