21:09 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-01 09:11:46, 663 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ სიტყვით მიმართა და საარჩენო პროგრამა გააცნო. აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველმა ნომერმა ლევან ვარშამონიძემ კი, მათ კანდიდატები წარუდგინა.

საქართველოს პარლამენტში ბათუმიდან კენჭს იყრიან მირდატ ქამადაძე, თემურ დუმბაძე და გიორგი კირთაძე. უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად კი, ნინო ჯინჭარაძე, გია აბულაძე და ელგუჯა ბაგრატიონი იბრძოლებენ.

ღონისძიებას პარტიის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია დაესწრო, ხოლო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ბათუმელებს უკრაინიდან ვიდეო მიმართვით მიესალმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics