21:09 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-30 13:06:19, 775 ნახვა

პოლიტიკა
პანკისში მცხოვრები: ვფიქრობ, მუქარის შემცველი პოსტი ბოროტი ხუმრობა იყო

ვფიქრობ, მუქარის შემცველი პოსტი ბოროტი ხუმრობა იყო, - ამის შესახებ პანკისში მცხოვრებმა სულხან ბორძიკაშვილმა „ექსპრესნიუსს“ მუქარის შემცველ პოსტთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დუისელმა ახალგაზრდამ გაავრცელა.

ბორძიკაშვილი ფიქრობს, რომ ახალგაზრდამ ვერ გაიაზრა, რა მოჰყვებოდა მის ქმედებას.

 „გუშინ შუადღის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დუისში დააკავეს მუქარის შემცველი პოსტის გამავრცელებელი ადამიანი. დაკავებულის პოსტი მეც ვნახე, სადაც ეწერა, რომ თბილისში აფეთქება მოხდებოდა. დაკავებულის  სახელი და გვარი არ ვიცი, მგონი, ვახტანგი ქვია. სხვა დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია. ერთადერთი ის არის, რომ ჩემი აზრით, ეს ბოროტი ხუმრობა იყო. მან ვერ გაიაზრა ამ ყველაფერს რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა. რეალურად, მისგან თბილისს არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, - აცხადებს ბორძიკაშვილი.

ცნობისთვის, თბილისში აფეთქების შესახებ მუქარის შემცველი ინფორმაციის გავრცელების გამო, დუისში 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს.

ახალგაზრდამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი ტექსტი და ფოტო გამოაქვეყნა, რის საფუძველზეც კონტრტერორისტულმა ცენტრმა გამოძიება დაიწყო.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics