|
2016-07-29 20:00:12, 1124 ნახვა
ეკონომიკა
პირველი ვიცე–პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის ძიანგსის პროვინციის გუბერნატორს ლიუ ცის შეხვდა
ჩინეთის ქალაქ ნანჩანგში მიმდინარე საქართველო–ჩინეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის ძიანგსის პროვინციის გუბერნატორს ლიუ ცის შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო–ძიანგსის პროვინციის თანამშრომლობის შედარებით მოკლე პერიოდის მიუხედავად, უკვე განხორციელდა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, განისაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები და დაიწყო მოლაპარაკებები კონკრეტულ პროექტებზე. დიმიტრი ქუმსიშვილმა ძიანგსის გუბერნატორს გააცნო საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, ესაუბრა იმ რეფორმებზე, რომლებიც ტარდება ბიზნესგარემოს ლიბერალიზების მიმართულებით. მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ავტორიტეტული კვლევითი ცენტრების მიერ გამოქვეყნებულ ბოლოდროინდელ რეიტინგებზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ეფექტიანი საქმიანი გარემოს მაჩვენებლებით მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ, რეგიონში კი ლიდერულ პოზიციაზეა. დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ბიზნესფორუმების ჩატარებას შანხაისა და ნანჩანგში, რომელმაც თავი მოუყარა ორივე პროვინციის უმსხვილესი კორპორაციების ხელმძღვანელებს. ფორუმებზე საქართველოს მთავრობის, საინვესტიციო ფონდებისა და კომპანიების წარმომადგენლებმა პოტენციურ პარტნიორებს დაახლოებით 8 მილიარდი აშშ. დოლარის საინვესტიციო პროექტები შესთავაზეს. მათ შორის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, სასტუმრო ბიზნესის, ტურიზმის, საფინანსო, სოფლის მეურნეობისა და სხვა მიმართულებით. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებამ მნიშვნელოვანი შედეგები უკვე მოიტანა. მისი ინფორმაციით, ჩინურ კომპანიებს წარმოებები საქართველოში გადმოაქვთ, რათა აღნიშნული ტერიტორიიდან გამარტივებული რეჟიმით შეძლონ პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა. შეხვედრის ბოლოს, დიმიტრი ქუმსიშვილი და ჩინეთის ძიანგსის პროვინციის გუბერნატორი ლიუ ცი შემდგომი თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)