|
2016-07-29 18:40:37, 706 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: მოწოდებული ვართ, არჩევნები უმაღლესი სტანდარტით ჩავატაროთ
„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში ვიმყოფებით, ეს საპარლამენტო არჩევნები იქცა ჩვენი მდგრადი დემოკრატიის ტესტად და ყველანი მოწოდებული ვართ, ის უმაღლესი სტანდარტებით ჩავატაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ამბასადორიალი 2016"-ზე, საქართველოს დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას განაცხადა. პრენიერმა აღნიშნა, რომ დაიხვეწა და გაცილებით გაუმჯობესდა კანონმდებლობა, ასევე, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები,რომელიც ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. „ამ ყველაფრის მიზანია, მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ ისეთი ექსცესები, როგორიც იყო ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ უბანზე, ადგილობრივი არჩევნების დროს. ეს იყო ძალიან სამწუხარო ფაქტი და შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვა, თუმცა, გარკვეული პრევენციის როლიც ითამაშამომავალი არჩევნებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერი საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს დეტალურად ესაუბრა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგისშესახებ, რომელიც განათლების სისტემის ძირეულ რეფორმას, ეკონომიკური რეფეორმების ბლოკს, მმართველობის რეფორმას და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას გულისხმობს. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის განხორციელებას საქართველოს განვითარების უახლეს ისტორიაში მნიშვნელოვანი გარღვევის მოხდენა შეუძლია. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ელჩების როლი, მთავრობის რეფორმების გეგმის განხორციელების პროცესში დაგანაცხადა, რომ მათი ჩართულობა გადამწყვეტია. "მიხარია, რომ საქართველოს ჰყავს ასეთი გამორჩეული დიპლომატიური კორპუსი, ბევრ თქვენგანს პირადად ვიცნობ და ვფიქრობ,დიპლომატიურ კორპუსში ასეთი ადამიანების ყოლა ნებისმიერი ქვეყნისთვის პატივი იქნებოდა", - მიმართა პრემიერმა ქართველ დიპლომატებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)