|
2015-03-06 14:31:54, 454 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარეიშვილი წვრთნებზე: ეს ის შემთხვევაა, როცა მსოფლიო რუსეთის ქმედებებს ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს
"აშკარაა, რომ წვრთნები არ არის მიმართული მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის ძალის დემონსტრირება მსოფლიოს წინაშე",-ასე აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო წვრთნებს. ზაქარეიშვილის თქმით, ეს ის შემთხვევაა, როცა რუსეთის ქმედებებს მსოფლიო ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს. "აშკარად ჩანს, რომ ეს წვრთნები არ არის მიმართული მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ. თუმცა, ბუნებრივია, იგულისხმება საქართველოს წინააღმდეგაც. ეს არის ძალის დემონსტრირება მსოფლიოს წინაშე და მემგონი, ეს ის შემთხვევაა, როცა მსოფლიო ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს რუსეთის ქმედებებს, რომ ეს არ არის ან თუგინდ მხოლოდ უკრაინის, ან საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის ძალის დემონსტრირება, რომ როგორც არ უნდა იქცეოდეს დასავლური, დეოკრატიული სამყარო რუსეთთან მიმართებაში, აფასებდეს მის აგრესიულ ქმედებებს მეზობელი სახელმწიფოების მიმართ, რუსეთი მაინც თავხედურად განაგრძობს თავის პოლიტიკას",-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. ცნობისთვის, 2015 წლის 5 მარტს რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, სულ თორმეტ პოლიგონზე დაიწყო მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა სამხედრო ნაწილები და შენაერთები, მათ შორის საჰაერო თავდაცვის დანაყოფები. სამხედრო მოსამსახურეები გადიან მასშტაბურ საარტილერიო სწავლებას სხვადასხვა საცეცხლე სისტემებიდან სროლებში. სწავლებაში გამოიყენება ისეთი თანამედროვე შეტევითი ხასიათის სახეობები, როგორიცაა საზენიტო სარაკეტო კომპლექსები - (ПЗРК) „Игла“, საზენიტო საქვემეხო-სარაკეტო კომპლექსები - „Тунгуска“, საზენიტო საარტილერიო კომპლექსები «Шилка», საზენიტო სარაკეტო სისტემები С-300В, «Стрела-10», «Тор» და «Оса». სულ საველე წვრთნებში მონაწილეობას იღებს 2 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და ხუთასზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა.
ზელენსკი „ასოცირებული წევრობის“ იდეას უსამართლოდ მიიჩნევს - Reuters
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)