|
2016-07-29 13:37:06, 734 ნახვა
პოლიტიკა
რუსუდან კერვალიშვილსა და „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულებს შორის დაპირისპირება მოხდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსუდან კერვალიშვილსა და ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ის დაზარალებულ მენაშენეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. როგორც კერვალიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, არც ერთი დაზარალებული ამ დრომდე "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლების დაკავებას არ მოითხოვდა. აღნიშნულმა ფაქტმა დაზარალებულების გაღიზიანება გამოიწვია. მათ კერვალიშვილი სიცრუეში დაადანაშაულეს. ცნობისთვის, "ცენტრ პოინტის" საქმეზე ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ის ეპიზოდზე სასამართლოს არსებითი განხილვა მიმდინარეობს. დღეს ბრალდების 10 მოწმე დაიკითხება. საქმეზე "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს, ასევე "დექსუსის" დამფუძნებელ ივანე ცაგურიას თანხების მითვისება და თაღლოთობა ედებათ ბრალად. სამივე მათგანს გირაო აქვს შეფარდებული. შეგახსენებთ, რომ მაია რჩეულიშვილი ბათუმის "მაგნოლიას" ეპიზოდზე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)