|
2016-07-29 12:57:27, 549 ნახვა
საზოგადოება
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 71 ეკომიგრანტ ოჯახს სახლი საკუთრებაში გადაეცა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 71 ეკომიგრანტი ოჯახი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე გახდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კახაბერ გუგეშაშვილმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საკუთრებაში გადაცემული სახლები მოინახულეს. 2015 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა პროექტი „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემისათვის საჭირო ღონისძიებათა თაობაზე“. პროექტის ფარგლებში, მოხდა 2004-2009 წლებში შესყიდული საცხოვრებელ სახლებისა და მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზების შედგენა, მათი ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო საკუთრებად. ცნობისთვის, ამ ეტაპზე, მთავრობის განკარგულებით საქართველოს მასშტაბით სახლი უკვე 285 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა. ეს პროცესი გრძელდება და უახლოეს მომავალში დაგეგმილია დამატებით 100 ოჯახისათვის საცხოვრებელი სახლის საკუთრებაში გადაცემა. წლის ბოლომდე კი, საკუთრების მფლობელი 1000-მდე ეკომიგრანტი ოჯახი გახდება. საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროექტის პარალელურად, სამინისტრო 2013 წლიდან, სტიქიით დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების შესყიდვის პროგრამასაც ახორციელებს. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ეკომიგრანტი ოჯახებისთვის 2013 წლიდან დღემდე 300-მდე სახლში შეიძინა, მათ შორის ქვემო ქართლი რეგიონში უსაფრთხო გარემოში 27 ეკომიგრანტი ოჯახი განსახლდა. გარდა ამისა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 35 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესიც მიმდინარეობს. (NS)
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)