|
2016-07-29 11:18:45, 695 ნახვა
პოლიტიკა
NDI - იმ გამოკითხულებიდან, რომლებიც არჩევნებზე წასვლას გეგმავენ, 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 26% კი - "ნაციონალურ მოძრაობას“
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, იმ ამომრჩევლებიდან გამოკითხულთა 32%, რომლებიც არჩევნებზე წასვლას გეგმავენ, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, ხოლო 26% - „ნაციონალურ მოძრაობას“. NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 7% - "პატრიოტთა ალიანსს" მისცემდა ხმას, 6მოძრაობას "სახელმწიფო ხალხისათვის, 6%-მა არ იცის, 2% არც ერთ პარტიას, ხოლო სხვა პარტიებს გამოკითხულთა 11 % მისცემდა ხმას. 10%-მა პასუხზე უარი განაცხადა. რაც შეეხება შეკითხვას, ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, რესპოდენტთა 67%-მა განაცხადა, რომ მიიღებდა, 33%-მა კი, აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, არჩევნებზე წასვლას არ აპირებს. ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.1%-ია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)