|
2016-07-29 09:12:23, 734 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე მთავრობისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამეტო მდივანი ანა დოლიძე მთავრობისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს, თუ რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოხდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს წარმომადგენლის კანდიდატურის ჩანაცვლება. როგორც დოლიძემ განაცხადა, კანდიდატურის შეცვლა სწრაფად, შესაბამისი პროცედურისა და დასაბუთების გარეშე მოხდა. „მეც და საქართველოს მოსახლეობასაც, რომელიც გულისყურით ადევნებს თვალს ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შერჩევის პროცესს, გვაქვს მოლოდინი, რომ იმ პირთა მიერ, ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილება, წარმოდგენილი იქნება დასაბუთებული ახსნა-განმარტება, რა კრიტერიუმებით - მაღალი ზნეობრივი მონაცემებით, ადამიანის უფლებებში გამოცდილებით, უცხო ენების ცოდნით, თუ საკონკურსო კომისიის ქულებით - მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება ასე ნაჩქარევად და დახურულ კარს მიღმა. შესაბამისად, ბუნებრივია, როდესაც ასე დაუსაბუთებლად და ახსნა-განმარტების გარეშე ხდება გადაწყვეტილების მიღება, ჩნდება კითხვები უსამართლობასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, მე, როგორც ფინალისტს, ეს განცდა მაქვს და, ბუნებრივია, რომ საქართველოს მოსახლეობას, რომლის უმაღლესი წარმომადგენელიც იქნება ეს პიროვნება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, ექნება კითხვები ამ პროცესთან დაკავშირებით. ველოდები, რომ ჩვენ გვექნება დასაბუთებული ახსნა-განმარტება, კონკრეტულად რატომ, რაზე დაყრდნობითა და რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოხდა ეს ჩანაცვლება“,-აღნიშნა ანა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)