|
2016-07-28 12:32:44, 689 ნახვა
პოლიტიკა
ჯეჯელავა უსუფაშვილის ინიციატივაზე: რაღაც პარალელური სტრუქტურა რატომ უნდა შეიქმნას?!
მე როგორც ვიცი არსებობს უწყებათაშორისი კომისია, რომელიც წინასაარჩევნო პროცესების გამჭვირვალედ ჩატარებას ემხრობ“, - ასე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომლის თანახმადაც უნდა შეიქმნას სამუშაო შეხვედრების ფორმატი, რომელზეც მსჯელობა პოლიტიკურ თავისუფლებასა და ინტიტუტების თავისუფალ მუშაობაზე იქნება. როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, ქვეყანას ასეთი წყნარი და დაბალანსებული წინასაარჩევნო ვითარება საერთოდ არ ჰქონია. „მე როგორც ვიცი არსებობს უწყებათაშორისი კომისია, რომელიც წინასაარჩევნო პროცესების გამჭვირვალედ, მშვიდად და წყნარად ჩატარებას ემხრობა. რაღაც პარალელური სტრუქტურა რატომ უნდა შეიქმნას?! მე მგონია, რომ ჩვენი ახლანდელი წინასაარჩევნო გარემო, მიმდინარე პროცესები, როგორც წინა შემთხვეევებში გარედან ვუყურებდი ამ ყველაფერს, ახლა ნაწილი ვარ ფაქტობრივად და ახლოდან ვუყურებ, მგონია, რომ ასეთი წყნარი, მშვიდი და დაბალანსებული წინასააარჩევნო ვითარება საერთოდ არ გვქონია“, - განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)