|
2016-07-27 19:02:55, 782 ნახვა
პოლიტიკა
დუმის დეპუტატი: ტერიტორიები არ არის ოკუპირებული პუტინის მიერ, ისინი პრო-ამერიკულ რეჟიმს გაექცნენ
ტერიტორიები არ არის ოკუპირებული პუტინის მიერ, ეს ტერიტორიები არ გაექცნენ საქართველოს, ისინი გაექცნენ პრო-ამერიკულ რეჟიმს, რომელსაც 25 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ატარებს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის დუმის დეპუტატმა ვლადიმერ სიმაგინმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა. დეპუტატის განცხადებით, ოფიციალური რუსეთი მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში დაინტერესებულია და მისთვის არ არის სულერთი თუ რა ხდება მის მეზობელ ქვეყანაში. "აღვნიშნავ, რომ რუსეთში ანტი-ქართული განწყობები არ არსებობს. მიხარია, რომ საქართველოს მოქალაქეების უმეტეს ნაწილს მსგავსი დამოკიდებულება აქვს რუსეთის მიმართ. ჩვენ მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს. დამრჩა განცდა, რომ ერთმანეთი გვენატრება", - განაცხადა სიმაგინმა. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, როგორც პოლიტიკოსი აცხადებს, მათ მსგავსი სტატუსი არ გააჩნიათ. "რუსეთს 10 წლის წინ არ ეგონა, რომ ჩეჩნეთზე კონტროლს დაიბრუნებდა, თუმცა ეს მოლაპარაკებების შედეგად გახდა შესაძლებელი. ვურჩევდი საქართველოს, რუსეთისგან მსგავსი პრობლემების მოგვარება ისწავლოს. სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლება არც რუსეთთან და არც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან კონტაქტზე არ გამოდის. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ნაკლებად ანგაჟირებული იქნება და მოლაპარაკებებს დაიწყებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა გამოსავალი არ არის. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა იქნება", - განაცხადა რუსეთის დუმის დეპუტატმა. ცნობისთვის, ბათუმში "სახალხო მოძრაობა-სოციალისტური საქართველოს" აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა ჩატარდა, რომელსაც რუსეთის დუმის დეპუტატი ესწრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)