|
2016-07-27 15:36:52, 693 ნახვა
პოლიტიკა
მანანა კობახიძე: უხერხულია შენს განცხადებაზე მოსამართლეებს პორკურატურაში დაარბენინებდე და თავად არ მიდიოდე
უხერხულია შენს განცხადებაზე მოსამართლეებს პორკურატურაში დაარბენინებდე და თავად არ მიდიოდე, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის პროკურატურაში არ გამოცხადებას. „მინიმუმ, უხერხულია შენს კოლეგა მოსამართლეებს პროკურატურაში "დაარბენინებდე" შენივე განცხადების საფუძველზე და თავად არ მიდიოდე! ეს "დახუჭობანა" თუ "დამალობანას" თამაში აღარ უნდა დაამთავროს პაპუაშვილმა?!“, - წერს კობახიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე. ცნობისთვის, საკონსტიტუცი სასამართლოს თავმჯდომარე მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დღეს პროკურატურაში 13:00 საათზე იყო დაბარებული. თუმცა, მანამდე პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სანამ პრემიერ-მინისტრს არ შეხვდება, საგამოძიებო უწყებაში არ მივა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევის, ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და გამოყენების შესაძლო ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის II ნაწილითა და 1571 მუხლის I ნაწილით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)