|
2016-07-26 13:25:12, 692 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი: პრეზიდენტმა განცხადება დაუფიქრებლად გააკეთა
პრეზიდენტის თანამდებობისთვის შესაფერისი ქმედებები აბსოლუტურად სხვა უნდა ყოფილყო და არა ის, რომ გიორგი პაპუაშვილის უადგილო და ანგაჟირებული განცხადება გაეზიარებინა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, პაპუაშვილზე ზეწოლასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მწუხარების გაზიარება შეუფერებელი ქმედებაა. „მწუხარების გაზიარებასავით გამოვიდა, რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრზე ზეწოლა მოხდა და ვფიქრობ, ეს თანამდებობისთვის შეუფერებელი განცხადებაა. პრეზიდენტსა და გიორგი პაპუაშვილს ჯერ კიდევ თავიანთ განცხადებებამდე ევალებოდათ, რომ პროკურატურასთვის მიემართათ. პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ადრე, თურმე, პროკურატურას მიმართა და ვერანაირ შედეგი ვერ მიიღო. როგორც ირკვევა არანაირი მიმართვა პაპუაშვილს არ ქონია. ვფიქრობ, რომ პაპუაშვილის განცხადებები პოლიტიკურად ანგაჟირებულია. ასეე ვფიქრობ, პრეზიდენტს დაუფიქრებლად მოუვიდა ამ განცხადების გაკეთება“, - განაცხადა ვოლსკიმ და აღნიშნა, რომ ყველაფრის მიუხედავად, გამოძიებამ ყველა კითხვას მკაფიო პასუხი უნდა გასცეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრზე მომხდარი ზეწოლის ფაქტზე გუშინ განცხადება გააკეთა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მისი ოჯახის წევრის სახლში სამართალდამცველებმა ყოველგვარი სასამართლოს დადგენილების გარეშე ჩხრეკა ჩაატარეს, რაც ზეწოლის მცდელობაზე მიანიშნებდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)