|
2016-07-26 11:30:52, 687 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: „ბრექსიტის“ შედეგები ევროპის პოლიტიკაზე გავლენას მოახდენს და შესაძლოა, საქართველოს საინტერესო პერსპექტივები გაეხსნას
"ევროინტეგრაციის პროცესი არ ნიშნავს ურთიერთობებს მხოლოდ ბრიუსელთან და ევროსტრუქტურებთან. მნიშვნელოვანია მუდმივი თანამშრომლობის გაღრმავება ევროპის ყველა დედაქალაქთან“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ამბასადორიალი 2016“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „თანამშრომლობის და ჩართულობის ფორმატი უნდა გავააქტიუროთ, ასევე ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებთან და ვიშეგრადის ოთხეულთან. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია აქტიურად დავაკვირდეთ იმ პროცესებს, რაც ევროკავშირში წარიმართება, ბრიტანეთის იმ რეფერენდუმის შედეგებს, რომელიც ბუნებრივია, გავლენას მოახდენს ევროპის პოლიტიკაზე თავის უახლოეს პარტნიორებთან და ამ თვალსაზრისით, შესაძლებელია, საქართველოს ძალიან საინტერესო პერსპექტივები გაეხსნას", -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ცნობისთვის, თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური ამბასადორიალი დღეს გაიხსნა. ღონისძიება 29 ივლისს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)