|
2016-07-26 10:34:49, 651 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი აშშ-დან დაბრუნებისთანავე მზად იქნება, პრეზიდენტს შეხვდეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებისთანავე მზად იქნება საქათველოს პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობისთვის. არჩევნების სამართლიანობის და თავისუფლების მაღალი სტანდარტების უზრუნველსაყოფად, პარლამენტის თავმჯდომარე მიზანშეწონილად თვლის გარკვეული პერიოდულობით სამუშაო შეხვედრების გამართვას ხელისუფლების ყველა შტოს ხელმძღვანელი პირების - პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საკონსტიტიუციო სასამართლოს თავმჯდომარე- მონაწილეობით. “აღნიშნული რეგულარული სამუშაო ფორმატი საშუალებას მოგვცემს დროული და ეფექტური რეაგირება მოვახდინოთ ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა საკითხზე, თავიდან ავიცილოთ თემების ზედმეტი პოლიტიზირება და გავზარდოთ საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისადმი“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)