20:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 18:39:03, 617 ნახვა

პოლიტიკა
ალასანია პრეზიდენტის განცხადებაზე: ძალიან სწრაფი რეფორმაა სისტემაში გასატარებელი

 „ძალიან სწრაფი რეფორმაა სისტემაში გასატარებელი“,-ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პრეზიდენტის განცხადებასტან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც  ერთი თვის წინ, სამართალდამცავების ჩართვით, მის ოჯახის წევრზე  ზეწოლის მცდელობა იყო.

ალასანიამ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ საქმეზე მთავრობა რეაგირებას მოახდენს.

”პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ საქმეზე იმედი მაქვს მთავრობა რეაგირებას გააკეთებს, შეისწავლის და ამ საკითხს საზოგადოებას ნათლად წარუდგენს. მაგრამ არ შემიძლია არ გავიხსენო თავდაცვის სამინისტროს ხუთი უდანაშაულო ადამიანი, რომლებიც პოლიტიკური მითითებით პროკურატურამ და სასამართლომ ერთობლივად ციხეში ჩასვეს. დიდი იმედი მაქვს, ძალიან მალე მათ გამოვიხსნით და საკუთარ ოჯახებს დავუბრუნებთ. პროკურატურა და სასამართლო დღეს იმართება მურუსიძის და შოთაძის მიერ, რომლებიც ადეიშვილის, სააკშვილის დროინდელი რეჟიმის სამსახურში იყვნენ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ძალიან სწრაფი რეფორმაა ამ სისტემაში გასატარებელი. ”თავისუფალ დემოკრატებს” ზუსტად გვაქვს წარმოდგენილი როგორ უნდა მოხდეს სასამართლოს, პოროკურატურის და სამართალდამცავი სტრუქტურების სრული გათავისუფლება და დეპოლიტიზაცია”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics