|
2016-07-25 17:51:50, 642 ნახვა
პოლიტიკა
„გაზპრომი“ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში შვილობილ საწარმოს გახსნის
„გაზპრომი“ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში შვილობილ საწარმოს გახსნის, რომელიც ე.წ. რესპუპლიკის გაზიფიკაციის საკითხებზე იმუშავებს, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, „გაზპრომის“ წარმომადგენლები ცხინვალში ჩავიდნენ. დე-ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი და კომპანიის თავმჯდომარის მოადგილე ვალერი გოლუბევი ერთმანეთს დღეს შეხვდნენ. „განიხილებოდა ბევრი ვარიანტი, თუმცა საბოლოოდ შევჩერდით ვარიანტზე, რომელიც აპრობირებულია რუსეთის მიერ ბელორუსში, ყირგიზეთსა და სომხეთში, სადაც არის ჩვენი შვილობილი საწარმოები, „გაზპრომს“ კი აკისრია პასუხისმგებლობა მათი ფუნქციონირებისთვის, ამ ქვეყნების ტერიტორიაზე გაზის მიწოდებისთვის, გაზის სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის. ანუ „გაზპრომი“ პასუხისმგებელია გაზის დარგის ფინანსური, ეკონომიკური და იურიდიული საქმიანობისთვის“, - განაცხადა ვალერი გოლუბევმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)