|
2016-07-25 14:14:19, 644 ნახვა
პოლიტიკა
ვარშალომიძემ აუდიტის სახელმწიფო სამსახურის შენობა დატოვა
აჭარის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ლევან ვარშალომიძის გამოკითხვა აუდიტის სახელმწიფო სამსახურში დასრულდა. ვარშალომიძემ შენობა დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. „აუდიტის სამსხურს ანახეთ ყველა ის დოკუმენტი თუ როგორ განვახორციელებთ ამ პროექტს. აუდიტის სამსახურის მთავარი კითხვა იყო თუ საიდან დაფინანსდება ეს პროექტი. მე კიდევ ერთხელ გაგცემთ პასუხს, ეს ყველაფერი ბიუჯეტიდან, დაფინანსება მოხდება 2017 წლის პირველი იანვრიდან“ - განაცხადა ვარშალომიძემ. შეგახსენებთ, რომ უკვე რამოდენიმე დღეა აჭარაში მოქალაქეებთან ხელშეკრულებების გაფორმება მიმდინარეობს, რაც მომავალში სოციალური სახლების მშენებლობას ითვალისწინებს. აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში 4 წლის განმალობაში ამ სახლების მშენებლობა იგეგმება. ამ პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 120 მილიონი ლარი დაიხარჯება და 40-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქმედება, შესაძლოა, საარჩევნო კოდექსით აკრძალულ ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)