|
2016-07-22 18:45:56, 831 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილმა სამტრედიის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია მიქელაძე წარუდგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა სამტრედიის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია მიქელაძე წარუდგინა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გია მიქელაძე წარმატებული ადამიანია, რომელსაც ბიზნესსა და კერძო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. „იმისათვის, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მივიღოთ გაცილებით მეტად განვითარებული საქართველო, უფრო მეტი კეთილდღეობა იყოს თითოეული თქვენგანის ოჯახში, პარლამენტში გვჭირდება გამოცდილი ადამიანები. ამიტომ, გვინდა წარმოგიდგინოთ გია მიქელაძე, რომელიც დარწმუნებული ვარ, პარლამენტშიც წარმატებული იქნება. ის იქნება თქვენი სიხარულისა და ტკივილის გამზიარებელი",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და დაგეგმილ რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია. სამტრედიის მოსახლეობას სიტყვით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მიმართა. „გაძლევთ პირობას, რომ საქართველოში ვერასდროს დაბრუნდებიან ისეთი მთავრობები, რომლებიც განსხვავებული აზრისა თუ პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს შანტაჟით წინააღმდეგობას გაუწევენ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გითხრათ, სამტრედიელებს, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიდგები თქვენს გვერდით, ჩემი ქვეყნის, სამშობლოს გვერდით",-აღნიშნა კახა კალაძემ. გია მიქელაძემ გამოცხადებული ნდობისთვის პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების" გუნდს მადლობა გადაუხადა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას ესწრებოდნენ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრები-გია ვოლსკი, გიორგი კახიანი, მამუკა მდინარაძე, ოთარ ჩრდილელი და დავით ლორთქიფანიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)