|
2016-07-20 15:58:30, 680 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი მიზანია იყოს სიმშვიდე და ადამიანებმა არ ისუნთქონ პოლიტიკით
„ჩვენი მიზანია იყოს სიმშვიდე და ადამიანებმა აღარ იცხოვრონ და ისუნთქონ პოლიტიკით“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხარაგაულში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მიზანია, რომ ქვეყანა დამშვიდდეს. ამასთან, პრემიერის განცხადებით, ხელისუფლებამ ოთხი წლის განმავლობაში შეძლო და ადამიანებს თავისუფლება მისცა. „პარლამენტმა უკვე მიიღო საწყისი პაკეტი კანონდებლობის და ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფერ ამას, რათა თითოეულ ოჯახში მივიდეს სიკეთე, თითოეულ ოჯახში მივიდეს სიმშვიდე და თითოეულ ოჯახს ჰქონდეს შესაძლებლობა იმისი, რომ არ იფიქროს ელემენტარულ რაღაცეებზე, როგორც სამწუხაროდ არის დღეს. ჩვენ გვინდა სახლში მისულ ქართველ კაცს დახვდეს ოჯახი, დახვდეს შვილი, რომელიც ეტყვის, რომ დედამ უყიდა ახალი ჩანთა, სამზარეულოდან გამოდიოდეს სასიამოვნო სურნელი სადილის, იყოს სიმშვიდე, ადამიანებმა აღარ იცხოვრონ და ისუნთქონ პოლიტიკით. აღარ უყურებდნენ იმას როგორ ჭამენ პოლიტიკოსები ერთმანეთს ყოველ საღამოს და იყოს ის, რომ ადამიანებმა იცხოვრონ მომავლით, იცხოვრონ ხვალინდელი დღით, გაიხარონ ცხოვრებით და არ იყვნენ მთლიანად დაკავებული იმითი, თუ ვინ აჯობებს მოწინააღმდეგე პოლიტიკურ დებატებში და რომელი უფრო მეტ შეურაცხყოფას მიაყენებს მოწინააღმდეგეს“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)