|
2016-07-18 15:41:28, 574 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეა ხვალ გაიხსნება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეას 19 ივლისს, 20:00 საათზე გახსნის. "1920 წელს შექმნილ არქივს არასოდეს ჰქონია სივრცე გამოფენებისა, თუ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩასატარებლად. მრავალფეროვანი მასალის საზოგადოებისთვის წარსადგენად იუსტიციის მინისტრის ინიციატივით საგამოფენო გალერეა პირველად აშენდა. ახალი შენობის საგამოფენო დარბაზში, გამოფენების გარდა, გაიმართება საჯარო ლექციები, საგანმანათლებლო პროექტები, გამოცემათა პრეზენტაციები. შენობის ანტრესოლზე განთავსდა მედიათეკა და წიგნების მაღაზია. მედიათეკაში ნებისმიერი დამთვალიერებელი ისარგებლებს უნიკალური წიგნებით, კომპიუტერებითა და ინტერნეტით; წიგნების მაღაზიაში კი შეიძენს საარქივო დოკუმენტების გამოყენებით დამზადებულ მრავალფეროვან პროდუქციას",-ნათქვამია საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გალერეა გაიხსნება გამოფენით − „ჩვენი არქივი − ჩვენი საუნჯე". მასზე წარმოდგენილი იქნება ეროვნულ არქივში დაცული ისტორიული და კულტურული ღირებულების მქონე მრავალფეროვანი ექსპონატები: IX-XIX საუკუნეების ხელნაწერები და ისტორიული საბუთები, XIX საუკუნის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ამსახველი მასალა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დოკუმენტები, საბჭოთა პერიოდის ფოტო - თუ წერილობითი საბუთები, XX საუკუნის 90-იანი წლების დოკუმენტური ქრონიკა. ეროვნული არქივი საქართველოს დოკუმენტური მეხსიერების ყველაზე დიდი საცავია. აქ 5 მილიონამდე საქმეში გაერთიანებული წერილობითი დოკუმენტი ინახება, მათ შორის: 439 063 ფოტო, 19 063 ფონო და 34 904 კინოდოკუმენტი; ასევე 80 000-მდე წიგნი და 50 000-მდე პერიოდული გამოცემაა დაცული.
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)