|
2016-07-18 14:17:56, 1206 ნახვა
კომენტარი
ალექსანდრე ჯეჯელავა: ჩემთვის ღირსების საკითხია, რომ საქართველოში პედაგოგის პრესტიჟი აღვადგინოთ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა პერიოდულად პედაგოგებს ხვდება და მათ პრობლემებს ეცნობა. როგორც ჯეჯელავამ ჟურალისტებს განუცხადა, ქართველი პედაგოგის პრესტიჟი აღსადგენია და განათლების სამინისტრო ამ კუთხით მუშაობს: "7-8 შეხვედრა მქონდა პედაგოგებთან, ეს ჩემი სამსახურის ძირითადი ნაწილია. იკვეთება მრავალფეროვანი პრობლემები, დაწყებული პედაგოგების სტატუსით და პრესტიჟით,რომელიც ჩემთვის ღირსების საკითხია, რომ ჩვენ პედაგოგის პრესტიჟი აღვადგინოთ, რომ ქართველ პედაგოგებზე უკუღმა არავინ ისაუბროს, რომლებიც ჩვეულებრივი გმირები არიან. საკითხი ეხება ინფრასტრუქტურას, ეროვნულ სასწავლო გეგმას, სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებას, ყველა იმ საკითხს, რაც ბავშვებისთვის არის აქტუალური და აქიდან გამომდინარე, მასწავლებლებისთვის, ეხება ასევე ანაზღაურებას, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემას. ძალიან ინტენსიური საუბრები გვაქვს",-აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)