|
2016-07-18 11:56:50, 862 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ანბანის კოშკთან დაზიანებული ფილების აღდგენის პროცესს ადგილზე გაეცნო
ანბანის კოშკის მიმდებარედ დაზიანებული ფილების ახლით ჩანაცვლების სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სამუშაო პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ადგილზე გაეცნო. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოებს ამ ეტაპზე ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ახორციელებს. „საოცრებათა პარკში“ ქვაფენილების დაზიანება 7 ივნისს MAROON 5-ის კონცერტისთვის სცენის კონსტრუქციის შემოტანისა და მონტაჟის დროს მძიმე ტექნიკის მოძრაობამ გამოიწვია. „ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაპირებთ ქალაქის შემოვლას. ახლა ვიმყოფებით ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, რომელიც არის ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი და ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი ბათუმელებისა და მისი სტუმრებისათვის. ახლა არის ტურისტული ,,მაღალი სეზონი“ და აუცილებელია ის პატარა ხარვეზებიც, რომლებიც არსებობს, აღმოიფხვრას’’, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)