|
2016-07-16 13:54:12, 1006 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის ახალმა ხელმძღვანელმა ბათუმის ბულვარი დაათვალიერა
დღეს დილით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალმა ხელმძღვანელმა ბათუმის ბულვარი დაათვალიერა. აჭარის მთავრობის ადმინსიტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძე ზღვის სანაპიროზე მოსეირნე ბათუმელებს და დამსვენებლებს შეხვდა და გაესაუბრა. "დილით გამოვედით ქალაქ ბათუმის ბულვარში. შევხვდით ხალხს, ძველ ნაცნობებს, თანაქალაქელებს, მოვისმინეთ მათი აზრი, ვის რა აწუხებს, რა საკითხებია დღის წესრიგში, რა არის გასაკეთებელი. ჩვენ გავითვალისწინებთ მათ აზრს. ყველა წუხს და ყველას უნდა, რომ ბათუმის ბულვარს ჰქონდეს თავისი ტრადიციული იერსახე, თავისი პეწი და თავისი კოლორიტი, რომელიც ლამაზ ქალაქს ამშვენებს და ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არ დაკარგოს თავისი სახე. ამაზე ჩვენ ჩვენ ხალხთან ერთად ვიზრუნებთ. ჩემთვის მთავარი იყო დღეს გამეგო მათი აზრი ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებითაც, თუ რა არის მოსაგვარებელი ბულვარში", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)