|
2016-07-16 13:33:16, 1189 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: როგორც კი თურქეთში გადაადგილება უსაფრთხო იქნება, საზღვარს გავხსნით
როგორც კი თურქეთის შიგნით ჩვენო მოქალაქეების გადაადგილება უსაფრთხო იქნება, საზღვარს გავხსნით, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საზღვრის გახსნა დამოკიდებულია ოპერატიულ მუშაობაზე და იმ მონაცემებზე, რასაც თურქეთიდან მივიღებთ. „როგორც კი საბოლოოდ მოხდება დადასტურება, რომ თურქეთის შიგნით გადაადგილება იქნება აბსოლუტურად დაზღვეული ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათ არ შეექმნებათ საფრთხე, რა თქმა უნდა, გავხსნით საზღვარს. მე მინდა ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაგებით მოეკიდონ ყველაფერს. ეს არის პირველ რიგში, ზრუნვა მათთვის, მათი უსაფრთხოებისთვის და ამიტომ არის მიღებული ეს ზომები", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ, გვიან ღამით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო. ამ დროისთვის, არსებული ინფორმაციით, ამბოხის შედეგად დაიღუპა 60 და დაშავდა 100-მდე ადამიანი. ამ დრომდე, თურქეთის ზოგიერთ ქალაქში სროლის ხმა კვლავ ისმის. გამოცემა Hurriyet-ის ინფორმაციით, სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული 1563 მეამბოხეა დაკავებულია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)