19:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-16 09:02:58, 732 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: ვიტოვებთ იმედს, რომ იქნება მშვიდობა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში

პირველ რიგში ჩვენ შეშფოთებულები ვართ მოვლენებით, რომელიც განვითარდა თურქეთში. მოქალაქეები გვიკავშირდებიან საკონსულოში, თუმცა, განსაკუთრებული სახიფათო შეტყობინება, რომ რაიმე საფრთხე ემუქრება საქართველოს მოქალაქეებს, არ ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრმა მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებსნებისმიერი გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. 

"ჩვენ თვალს ვადევნებთ მოვლენების განვითარებას, შესაბამისად მოქმედებს ცხელი ხაზი. მოუვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს თავი შეიკავონ ნებისმიერი გადაადგილებისგან და საჭიროების შემთხვევაში საელჩოს ან გენერალურ საკონსულოს დაუკავშირდნენ იმ ცხელ ხაზზე, რომელიც გავრცელებულია ჩვენი განცხადების მეშვეობით. რაც მთავარია, ვიტოვებთ იმედს, რომ იქნება მშვიდობა და სტაბილური სიტუაცია ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში", - განაცხადა ჯანელიძემ.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, მათ სისტემატური კონტაქტი აქვთ საქართველოს მოქალაქეებთან.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics