|
2015-03-05 09:16:21, 536 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი გედენიძეს აქციის ორგანიზატორები ბოდიშს უხდიან
ყოფილი ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართული აქციის ორგანიზატორები ნაცემ ფოტოჟურნალისტს ირაკლი გედენიძეს ბოდიშს უხდიან და დამნაშავის დასჯის პირობას დებენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გოჩა ჯოჯუას განცხადებით, გედენიძის ცემის გამო დამნაშავემ ამით შეურაცხყოფა აქციის ორგანიზატორებსაც მიაყენა და ამის გამო ბოდიშს უხდიან გედენიძეს. შეგახსენებთ, რომ სააგენტო "ინტრეპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძეს აქციაზე მყოფი რადიკალი ნაციონალისტების ჯგუფი დაესხა თავს. როგორც "ექსპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, რამდენიმე ულტრა-ნაციონალისტი პოლიტიკური პარტია "რეფორმატორების" რიგებში ირიცხება . ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის, ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. გედენიძე, რომელსაც აქციის "შემოულაწუნე" მონაწილეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუმტვრიეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)