|
2016-07-15 15:31:08, 688 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: მჯერა, მოსამართლეები გადაწყვეტილებებს მხოლოდ საკუთარი რწმენის საფუძველზე მიიღებენ
საქართველოს პრეზიდენტი, დღეს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილსა და მოსამართლეებს შეხვდა. ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკონსტიტუციო ინსტიტუტის მიმართ პატივისცემა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ყოველთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ჩვენი სახელმწიფოს სამართლებრივი და დემოკრატიული ფუნქციონირებისათვის. „ყოველთვის, როდესაც ვარ ბათუმში მოვდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ დავადასტურო ჩემი პატივისცემა ამ უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტის მიმართ. საკონსტიტუციო სასამართლო ყოველთვის ასრულებდა და ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს ჩვენი სახელმწიფოს სამართლებრივი და დემოკრატიული ფუნქციონირების თვალსაზრისით. ეს არის უმნიშვნელოვანესი ორგანო არა მარტო საქართველოს მსგავსი ახალი დემოკრატიებისთვის, არამედ დღეს, ტრადიციული ევროპაც საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციებიდან გამომდინარე ავითარებს თავის დემოკრატიულ სისტემას. გამოვხატე ჩემი მხარდაჭერა მოსამართლეებისადმი. დარწმუნებული ვარ, რომ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს ისინი საკუთარი შინაგანი რწმენისა და სამართლის შესაბამისად მიიღებენ. გამომდინარე იქიდან, რომ რამოდენიმე კვირისა თუ თვის წინ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დააფიქსირა საკუთარი წუხილი და პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ზეწოლის მცდელობას ჰქონდა ადგილი, მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ჩემი მხარდაჭერა და მჯერა, რომ ისინი გადაწყვეტილებებს მხოლოდ საკუთარი რწმენის საფუძველზე მიიღებენ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)