|
2016-07-15 13:06:49, 732 ნახვა
საზოგადოება
დედაენის ბაღში მარი ფელისიტე ბროსეს ბიუსტი განთავსდა
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ცნობილი ქართველოლოგის მარი ფელისიტე ბროსეს ბიუსტი გახსნა. ცნობილი ფრანგი ენათმეცნიერის ბიუსტი დედაენის ბაღში განთავსდა. მისულ სტუმრებს, თბილისის მერმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და ხელნაწერთა ინსტიტუტის წარმომადგენლებმა სიტყვით მიმართეს. დავით ნარმანიას თქმით, მარი ბროსეს ბიუსტი განახლებული ფორმით არის გაკეთებული. “მარი ბროსეს ღვაწლი ჩვენს ქალაქთან და ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში დიდია, როგორც კულტურულ ასევე საგანმანათლებლო სფეროში. მას უკავშირდება ძალიან ბევრი კარგი საქმე. ჩვენი თაობები დღემდე სარგებლობენ მისი შემოქმედებით. სწორედ ამიტომ, მისი ღვაწლის უკვდავსაყოფად, ჩვენ გადავწყვიტეთ ბიუსტის გაკეთება დედაენის ბაღში“- განაცხადა დავით ნარმანიამ. მარი ბროსეს ბიუსტი წლების განმავლობაში თბილისის ერთ-ერთ სკვერში იყო განთავსებული. 2004 წელს ქანდაკება მოიპარეს. ბროსეს ბიუსტის აღდგენა ცნობილი ქართველი მოქანდაკის, ჯუნა მიქატაძის მიერ შექმნილი ყალიბის გამოყენებით მოხდა. მარი ფელისიტე ბროსეს ნაშრომებმა საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში. მან შეისწავლა პარიზში დაცული ქართული ხელნაწერები, გამოაქვეყნა რამდენიმე ქართველოლოგიური ნაშრომი, აგრეთვე ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელოები. 1838 წელს მარი ბროსე პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს ქართულ-სომხური ფილოლოგიის განხრით. 1847-1848 წლებში ბროსემ იმოგზაურა საქართველოში, შეკრიბა ეპიგრაფიკული, ნუმიზმატიკური, დოკუმენტური და სხვა მასალა და პეტერბურგში სამ წიგნად გამოაქვეყნა (1849-1851). დიდი წვლილი შეიტანა ბროსემ ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლის საქმეში. მარი ბროსემ გამოაქვეყნა ნაშრომი ქართული "რაინდული რომანის" თავისებურების შესახებ, დ. ჩუბინაშვილთან და ზ. ფალანდიშვილთან ერთად 1841 წელს გამოსცა "ვეფხისტყაოსანი". მარი ბროსეს ბიუსტის გახსნას მისი შთამომავლებიც დაესწრნენ.
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)