|
2016-07-12 17:59:22, 599 ნახვა
პოლიტიკა
ელმარ ბროკი საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე: ვიმედოვნებ, ეს სექტემბერში მოხდება
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას სექტემბერში უყრის კენჭს, - განცხადება მის ოფიციალურ ვებგვერდზე elmarbrok.de გამოქვეყნდა. თავის მხრივ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიროსლავ ლაიჩაკის განცხადებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ის ოპტიმისტურად არის განწყობილი. როგორც ლაიჩაკმა აღნიშნა, ის ელოდება, რომ ევროკავშირი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შესაბამის დროს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვისა და უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივებს. ცნობისთვის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტს მიმართა რეკომენდაციით, ვიზალიბერალიზაციის ინიციატივა რაც შეიძლება მალე დაამტკიცოს .
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)