|
2015-03-04 14:56:18, 567 ნახვა
საზოგადოება
სტრასბურგის სასამართლო ქართველი იურისტის დამატებით პოზიციაზე კონკურსს აცხადებს
სტრასბურგის სასამართლო ქართველი იურისტის დამატებით პოზიციაზე კონკურსს აცხადებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამდივნოში განაცხადი 2015 წლის 23 მარტამდე (ცენტრალური ევროპის დროით, ღამის 12 საათამდე) უნდა წარადგინონ. აღნიშნულ ვაკანსიაზე მიმართვა უნდა მოხდეს ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე, ევროპის საბჭოს on-line სააპლიკაციო სისტემის გამოყენებით. „პოზიციაზე განიხილებიან ის კანდიდატები, რომელთაც საქართველოში აქვთ მიღებული ისეთი უმაღლესი იურიდიული განათლება, რომელიც ან ამავე განათლების ან შემდგომ მის საფუძველზე გავლილი კვალიფიკაციის ან/და გამოცდის შედეგად, მათ შესაძლებლობას აძლევთ სამოსამართლო ან სხვა იურიდიული საქმიანობით დაკავდნენ. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მოპოვების შემდეგ კონკურსში მონაწილეობის მსურველს უნდა ჰქონდეს საქართველოში ან საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის, სულ მცირე, ორწლიანი გამოცდილება (სასურველია სასამართლოს ადმინისტრირების სფეროში); ასევე, საქართველოს სამართლებრივი სისტემის სრულყოფილი ცოდნა და განსხვავებულ სამართლებრივ სისტემებში არსებულ საქმეებზე მუშაობის უნარები. განმცხადებელს მოეთხოვება კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლის კარგი ცოდნა, ასევე ქართული ენისა და ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ოფიციალური ენის (ინგლისური ან ფრანგული) მაღალ დონეზე ცოდნა. ვაკანსიის დახურვის მომენტისთვის განმცხადებელი უნდა იყოს ევროპის საბჭოს 47 სახელმწიფოდან ერთ-ერთის მოქალაქე და უნდა იყოს 65 წლის ასაკს მიუღწეველი“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში. დაინტერესებულ პირებს გამოცხადებული ვაკანსიის შესახებ დეტალები შეუძლიათ, იხილონ შემდეგ მისამართზე: https://www.coe-recruitment.com/JobDetails.aspx?vacancyID=977&Lang=En
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)