|
2015-03-04 14:53:33, 2042 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ატაშეებს ახალი სარდლები წარუდგინეს
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში, ახლადდანიშნული სარდლებისა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამხედრო ატაშეებსა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის სამხედრო წარმომადგენელს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ლევან ბერია, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, პოლკოვნიკი მამუკა ცხვედიანი და J-5/9 სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მამუკა შიუკაშვილი წარუდგინა. სარდლობებისა და J-5/9 დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელებმა სამხედრო ატაშეებს თავისი ქვედანაყოფების სამომავლო გეგმები გააცნეს და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხებზე ისაუბრეს. სამხედრო დიპლომატებმა ახალ ხელმძღვანელებს წარმატებები უსურვეს და მხარდაჭერა აღუთქვეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ცვლილებები როტაციის წესით განხორციელდა. აღნიშნულ პოზიციებზე კადრები სპეციალური შერჩევის საბჭოს მიერ შეირჩა. ორივე სარდალსა და J-5/9 დეპარტამენტის უფროსს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. პოლკოვნიკი ლევან ბერია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1992 წლიდან მსახურობს. 2012 წლის დეკემბრიდან ის ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ მეთაური იყო. მუშაობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეით ბრიგადაში სხვადასხვა თანამდებობაზე, გაერთიანებული შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტსა და სახმელეთო ჯარების დასავლეთ ოპერატიულ დაჯგუფებაში. პოლკოვნიკი მამუკა ცხვედიანი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1995 წლიდან მსახურობს. ის J-4/8 ლოგისტიკისა და რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტში ერთ-ერთი სამმართველოს უფროსად მუშაობდა. 2007-2009 წლებში კი J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. პოლკოვნიკი მამუკა შიუკაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1993 წლიდან ირიცხება. 2013-2014 წლებში ის ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ქართული კონტინგენტის უფროსი სამხედრო წარმომადგენელი იყო. პოლკოვნიკი შიუკაშვილი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯსაც მეთაურობდა.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)