19:33 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-09 18:04:46, 567 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე კანადის საგარეო საქმეთა მინისტრ სტეფან დიონს შეხვდა

ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კანადის საგარეო საქმეთა მინისტრ სტეფან დიონს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა კანადურ მხარეს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისათვის, მათ შორის  ხაზი გაუსვა კანადის  წვლილს არსებითი პაკეტის ახალი ელემენტების იმპლემენტაციის პროცესში.

მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები, აღინიშნა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი, ამ კუთხით მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საინვესტიციო შეთანხმების დროულად გაფორმების მნიშვნელობას, ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების შესაძლებლობა.

კანადამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა. სხვა საკითხებთან ერთად მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics