19:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-09 16:56:34, 1219 ნახვა

პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები რუსეთშია

პარლამენტის დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებით, იმისათვის, რომ საქართველომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დაიბრუნოს, რუსეთის ინტერესები უნდა გაითვალისწინოს და ნატო-ში შესვლაზე უარი თქვას.

როგორც "ექსპრესნიუსს" დეპუტატმა განუცხადა, ვარშავის სამიტზე საქართველო ნატოს არანაირად არ დაახლოებია და ეს მორიგი "დაბოლების" მცდელობა იყო.

"მე ვარშავის სამიტზე არანაირი მოლოდინი არ მქონდა, რომ ნატო-ს რამენაირად დავუახლოვდებოდით. ეს იყო კიდევ ერთი "დაბოლების" მცდელობა. ჯონ კერის ვიზიტიც ამას ემსახურებოდა. მან ხელისუფლებიდან და ოპოზიციიდან შეკრიბა პროდასავლური ადამიანები და ისეთი შთაბეჭდილება შემქნა, რომ ქვეყანაში მხოლოდ დასავლეთზე მეოცნებები ადამიანები ცხოვრობენ და პროდასავლურ პარტიებში მსჯელობა მხოლოდ იმაზე მიდის ცოცხით შეიძლება გაუპატიურება თუ არა. ამ დროს უნდათ იგნორირება გაუკეთონ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას, რომელსაც მოწყინდა რუსეთისა და ამერიკის მონობა და სურს ყავდეს მის მიერ კონტროლირებადი მთავრობა და თუ მოსახლეობა მოინდომებს მიიღებს კიდეც ასეთ ხელისუფლებას. ჩვენს პარტიას მიაჩნია, რომ უნდა ამოვდიოდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესიდან და ეს ინტერესია ვიყოთ დამოუკიდებელი, აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, დავიცვათ ჩვენი რელიგია და ტრადიციები და ამ მიზნების მისაღწევად ვისთანაც არის საჭირო ყველასთან უნდა ვითანამშრომლობთ. მათ შორის, რა თქმა უნდა რუსეთთან. რუსეთთან ურთიერთობის გარეშე ჩვენ ვერანაირად ვერ აღვადგენთ ქვეყნის ერთიანობას, რაც არ უნდა ბევრი მემორანდუმები გავაფორმოთ. რადგანაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები რუსეთშია, უნდა დავიწყოთ ჩრდილოელ მეზობელთან მოლაპარაკებები მათივე ინტერესების გათვალისწინებით. მოლაპარაკებას აქვს ორი მხარე. არ შეიძლება მოლაპარაკებები დაიწყო და თან ცდილობდე ამ ქვეყნის გამოწვევას. ჩვენ საბოლოოდ უნდა განვსაზღვროთ რა გვინდა და რა შეგვიძლია ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ გავიღოთ.  თუ გვინდა ტერიტორიების დაბრუნება უნდა გავითვალისწინოთ რუსეთიც და მაგალითად, უარი ვთქვათ ნატო-ში შესვლაზე. მით უმეტეს, ისედაც ვერ შევდივართ. რა თქმა უნდა, რუსეთთმაც უნდა გადადგას თანმხვედრი ნაბიჯები, იგივე ხელი შეუწყოს კონფლიქტის რეგიონში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების პრობლემების მოგვარებას. თუნდაც მვთუხლართები მოხსნან, შეწყდნეს ადამიანების გატაცება, იგივე ოთხოზორიას მკვლელობა არ არის გამოძიებული, ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ უნდა მიდიოდეს რუსეთში და ა.შ. აი, ამ გზით უნდა წავიდეთ ჩვენ", - განაცხადა მეჭიაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics