19:14 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 19:39:00, 610 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: არ შეიძლება მონობა გააუქმო თავდაცვის უწყებაში და ჯარისკაცები დაცვის სამსახურში გამოიყენო

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე  თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის თანახმადაც, თავდაცვის უწყება წვევამდელთა სავალდებულო გაწვევას აღარ განახორციელებს.

როგორც კობახიძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ცალმხრივადაა მიღებული და სასურველი იყო, კითხვები არ დარჩენილიყო.

ამასთან, კობახიძის თქმით, თუ მიდგომაა ისეთი, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური მონობაა, მაშინ ის ყველგან უნდა გაუქმდეს:

"ეს ის თემაა, რომელზეც ექსპერტები, შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტის წარმოამადგენლები და ა.შ. უნდა მსჯელობდნენ. ამ თემაზე არის დადებითი და უარყოფითი განწყობებიც. თუმცა, თუ მიდგომა არის ის, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური მონურ შრომასთან ასოცირდება, ის უნდა გაუქმდეს ყველგან. არ შეიძლება მონობა გააუქმო თავდაცვის უწყებაში და ჯარისკაცები გამოიყენო პენიტენციალურ სისტემაში, დაცვის სამსახურსა და ა.შ. მაშინ იქაც მონური შრომა ყოფილა. ამ შემთხვევაში გარკვეული კოორდინაცია უნდა ყოფილიყო სხვა უწყებებთან. როგორც ვიცი, ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად იყო მიღებული. ამასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები იყო. კარგი იქნებოდა, რომ ეს კითხვები არ გაჩენილიყო",-განაცხადა მანანა კობახიძემ "ექსპრესნიუსთან" საუბარში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics