18:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 12:07:10, 565 ნახვა

პოლიტიკა
იმერლიშვილი: ველოდებით შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩანაწერს კომუნიკეში

ვარშავის სამიტის კომუნიკეში საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვის კიდევ ერთხელ დადასტურებას ველოდებით, -ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინე იმერლიშვილმა ვარშავაში განაცხადა.

იმერლიშვილის თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოებაში საქართველოს ჩართვის შესახებ კომუნკეში ჩანაწერთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოლოდინია. 

„ცხადია, ველოდებით კომუნიკეში საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვის კიდევ ერთხელ დაფიქსირებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების ამაღლებას.  განსაკუთრებით ველოდებით შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩანაწერს კომუნიკეში. აუცილებლად ველოდებით ნატო-ს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“,-აღნიშნა ირინე იმერლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნატო-ს სამიტი ვარშავაში დღეს გაიხსნება.

საქართველოს დელგაციას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს.  

ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტში მონაწილეობას 58 ოფიციალური დელეგაცია მიიღებს. მონაწილეთა შორის ნატო-ს 28 მოკავშირე არის, მონტენეგრო, რომელიც ვარშავის სამიტზე ოფიციალურად ალიანსის წევრი გახდება, 26 პარტნიორი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ასევე გაერო-ს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები.

სულ სამიტს დაახლოებით 2 500 დელეგატი დაესწრება. ღონისძიებას მედიის 2 000-მდე წარმომადგენელი გააშუქებს.

ცნობისთვის, ეს ნატო-ს რიგით 28-ე სამიტი იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics