|
2016-07-07 18:40:01, 688 ნახვა
საზოგადოება
დაზარალებული იზოლდა ბედოშვილი პრემიერისგან დახმარებას ითხოვს
მთავრობის ადმინისტრაციასთან იპოთეკით დაზარალებულებმა, უსახლკაროებმა, სოციალურად დაუცველებმა და მათმა უფლებადამცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრასა და პრობლემების მოგვარებაში დახმარებას ითხოვდნენ. "ექსპრესნიუსი" ერთ-ერთ დაზარალებულს, იზოლდა ბედოშვილს გაესაუბრა, რომელიც რამდენიმე წლის წინ, საკუთარი სახლიდან გამოასახლეს. ბედოშვილის თქმით, მისი ბინა მეზობელმა დოდო მახათაძემ ისე დააგირავა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. კერძოდ, მახათაძემ ბედოშვილს უთხრა, რომ ბანკიდან პროცენტით ფულის გამოტანა უნდოდა, რის გამოც, ნოტარიუსთან წაყოლოდა და დაედასტურებინა, რომ მას ბინები, მაღაზიები და ჯართის ბიზნესი ჰქონდა. ბედოშვილის განმარტებით, ნოტარიუსთან მას წვრილი შრიფტით დაწერილი დოკუმენტი აჩვენეს, რომლის წაკითხვაც ვერ მოახერხა, მახათაძემ კი უთხრა, რომ ყველაფერი სწორი იყო და ხელი მოაწერინა. გამოსახლების შემდეგ, იზოლდა ბედოშვილის საცხოვრებელი ბინა გაყიდეს, რის გამოც წლებია, მეუღლესა და ორ შვილთან ერთად, ახლობლებს აფარებს თავს: "სახლ-კარი არ მაქვს, ქირით ვარ, არც ქირას მიხდის გამგეობა. სასამართლო არ არის. გამოიძიონ საქმე. მე რომ ეს გამეკეთებინა, ხომ დამიჭერდნენ?! გამოიძიონ და ჩემი სახლი დამიბრუნონ. დოდო მახათაძე, ჩემი დამღუპველი, ამბობს, რომ იზოლდა ბედაშვილმა არაფერი იცოდა ისე მოვაწერინე ხელიო, ამას ყველა ინსტანციაში ვადასტურებო. არ იძიებენ მაინც. ერთხელ დაიწყო გამოძიება და პროკურორმა უკან გამოითხოვა. დოდო მახათაძე რომ ვნახო, ხომ უნდა შემომაკვდეს?! ასე აკეთებს ჩვენი მთავრობა, რომ ერთმანეთი დავხოცოთ. ეკა ბესელიასთან საჩივრები ბევრჯერ შევიტანე, არავინ მეხმაურება. 13 ოჯახიდან 7 პოლიციის ძალით გამოსახლებულია. პირადად მე ყველაფერი გამიუბედურეს, ავეჯი სად წაიღეს არვიცი. ჩვენს საჩივარს არ იღებენ არსად",-განუცხადა იზოლდა ბედოშვილმა "ექსპრესნიუსს". აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „თავისუფალი თაობის“ წევრი ლადო სადღობელაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, იურიდიული დეპარტამენტისა და საპარალამენტო სამდივნოს წარმომადგენლებს შეხვდა. მათ უსახლკაროების პრობლემები გააცნო და მიიღო დაპირება, რომ მომდევნო ხუთშაბათამდე შედგება შეხვედრა უკვე ჯანდაცვის სამინისტროსა და მერიის წარმომდგენლების მონაწილეობით.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)