|
2016-07-07 13:02:31, 923 ნახვა
რეგიონი
ბათუმში თვითმმართველობების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით კონფერენცია მიმდინარეობს
ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უფრო ეფექტიანი ადგილობრივი მმართველობა: ახალი გზები და საშუალებები - გამოცდილების გაზიარება“ მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება ევროსაბჭოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშრომლობის -„ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური ბაზის გაძლიერება“ - ფარგლებში, ევროსაბჭოსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანაორგანიზებით ტარდება. უწყების ინფორმაციით, კონფერენცია მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას დაინტერესებული მხარეებისათვის, მუნიციპალიტეტებს შორის დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განხილვას. კონფერენციაზე მუნიციპალიტეტები ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური დამოუკიდებლობის მიმართულებებსაც განხილავენ. კონფერენცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა გახსნა. ღონისძიებას ესწრებიან ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები და ექსპერტები. კონფერენცია 2 დღიანია და 8 ივლისს დაიხურება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)