18:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 12:05:33, 598 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: მოველით, რომ საქართველოს საკითხის განხილვა პლენარულ სესიაზე დროულად მოხდება

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით,  ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

ჯანელიძე ელის, რომ აღნიშნული  გადაწყვეტილებების შემდეგ, პლენარულ სესიაზე საქართველოს საკითხის განხილვა დროულად მოხდება:

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი გადაწყვეტილება.  როგორც მოგეხსენებათ მანამ, სანამ პლენარულ სესიაზე გავა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ საკითხი, მანამდე საჭირო იყო, რომ ორ კომიტეტს მიეღო საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ეს კომიტეტებია ე.წ. ლიბეს კომიტეტი, მართლმსაჯულებისა და სამოქალაქო საკითხების კომიტეტი და მეორე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკვე დაასრულა განხილვა და კენჭი უყარა პოზიტიურ გადაწყვეტილებას, ახლა კენჭისყრა არის საჭირო ლიბეს კომიტეტში. ამ კომიეტტში 4 ივლისს ასევე იყო განხილვა საქართველოს საკითხის, რომელიც ძალიან პოზიტიურად წარიმართა. იყო მხოლოდ პოზიტიური შეფასებები. მომხსენებელმა მხარი დაუჭირა ყოველგვარი შეფერხებების გარეშე, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადაწყვეტას ევროპარლამენტის მხრიდან და მოველით, რომ  ამ გადაწყვეტილებების შემდეგ უკვე დროულად მოხდება საქართველოს საკითხის განხილვა პლენარულ სესიაზე“,-განაცხადა

ეროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.

ამასთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტს მიმართა რეკომენდაციით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭიროს.

ცნობისთვის, საქართველოს გარდა, დღეს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკრაინისა და კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივებს დაუჭირა მხარი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics