22:32 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 09:44:30, 1089 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი: საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯგუფიდან, საშუალო და მაღალის კატეგორიაში გადავიდა

„მსოფლიო ბანკის ბოლო კლასიფიკაციის მიხედვით, საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯგუფიდან,  საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში გადავიდა”,-ამის შესახებ საქართველოს პრემეირ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კვირიკაშვილის შეფასებით, აღნიშნული საქართველოს  საერთაშორისო საინვესტიციო იმიჯისა და ცნობადიბის ამაღლების კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია:

„მსოფლიო ბანკის მონაცმებთან დაკავშირებით, ეს არის მსოფლიო ბანკის ყოველწლიურად გამოქვეყნებული ქვეყნების კლასიფიკაცია შემოსავლების მიხედვით, ეს კლასიფიკაცია ეფუძნება თითოეული ქვეყნის ეროვნული შემოსავლის ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებას და მსოფლიო ბანკის ბოლო კლასიფიკაციის მიხედვით, საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯგუფიდან გადავიდა საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. ვფიქრობთ, რომ ამ კლასიფიკაციის წინსვლა არ გვქონია ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოს და ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო საინვესტიციო იმიჯის და საქართველოს ცნობადიბის ამაღლების კუთხით“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics