|
2016-07-05 16:49:02, 639 ნახვა
საზოგადოება
შს სამინისტრომ კიბერდანაშაულის პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანია დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროში კიბერდანაშაულთან ბრძოლის საკითხზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა, კიბერდანაშაულის პრევენციის მიზნით, ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის დაწყებას. ღონისძიება შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გახსნა. როგორც მან აღნიშნა, კიბერდანაშაული გლობალური გამოწვევაა, რომელიც განვითარებული ქვეყნების დღის წესრიგში სულ უფრო აქტიურად განიხილება. შესაბამისად, შს სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება კიბერდანაშაულის პრევენცია და მასთან ბრძოლაა. „კიბერდანაშაულს არ აქვს საზღვრები და რაიმე ეროვნული ნიშანი. საქართველოც ეკონომიკური განვითარების, ტექნოლოგიური განახლების, ევროატლანტიკურ სივრცეში უფრო მეტად ინტეგრაციის, ინსტიტუტების მოდერნიზაციის პროცესში უფრო და უფრო მეტი სიცხადით დგება ამ გამოწვევის წინაშე. ინტერნეტტექნოლოგიებსა და ელექტრონულ სერვისებს ჩვენი თანამოქალაქეები ყოველდღიურად იყენებენ პირადი კომუნიკაციის, ბიზნესის კეთების, გადასახადების გადახდისა თუ განათლების მიღების მიზნით. ამიტომ, მათი უსაფრთხოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. შს მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პრევენციაზე, რომელსაც ასეთი სახის დანაშაულის წინააღმდეგ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და, შესაბამისად, მოსახლეობის ინფორმირებაზე, რაც კიბერდანაშაულით დაზარალებული ადამიანების რაოდენობას შეამცირებს. ღონისძიებაზე შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ პრეზენტაცია წარმოადგინა, სადაც კიბერდანაშაულის გავრცელებულ კატეგორიებზე, მომხმარებელთა დაცვის პრინციპებზე, სახელმწიფო უწყებებთან და კერძო კომპანიებთან თანამშრომლობაზე, ასევე, ამ მიმართულებით, შსს-ს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, პრევენციის მიზნით მოსახლეობის ინფორმირებისთვის, რჩევები და რეკომენდაციები მოამზადეს. გაიმართა კიბერდანაშაულის პრევენციის თემაზე კლიპის პრეზენტაციაც. შეხვედრას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, იუსტიციის სამინისტროს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, პროკურატურის, თავდაცვის სამინისტროს, კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. დღესვე, შს მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, დაწესდეს კიბერუსაფრთხოების შესახებ ეროვნული საინფორმაციო კვირეული, რომლის ფარგლებშიც, ყოველწლიურად, შესაბამისი უწყებები ერთობლივ საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებენ.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)