18:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 16:25:34, 582 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ბარაკ ობამას შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდეტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტ ბარაკ ობამას ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მარგველაშვილი ობამას საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის გზაზე გაწეული მხარდაჭერისათვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი ურყევი პოზიციისათვის მადლობას უხდის.

"თქვენო აღმატებულებავ, მოხარული ვარ გადმოგცეთ ჩემი გულითადი მილოცვა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

მოხარული ვარ, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თქვენს ქვეყანასთან, როგორც ჩვენ მტკიცე მოკავშირესთან,  მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებას.

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევა თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელების და გაძლიერების მეშვეობით მიგვიყვანს წარმატებულ მიღწევებამდე ჩვენი ერების საკეთილდღეოდ.

ვსარგებლობ ამ შემთხვევით და მსურს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის გზაზე გაწეული მხარდაჭერისათვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის,  ჩვენი ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი ურყევი პოზიციისათვის.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები თქვენს საქმიანობაში მეტი წარმატების, ასევე მეგობარი ამერიკელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics