18:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 13:54:30, 723 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი: არ არის გამორიცხული, რომ წერეთლის კანდიდატურაზე EPP-სა და რუსეთს შორის გარკვეული გარიგება შედგა

„აგრამუნტის ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებებიდან  გამომდინარე, გიგი წერეთლის კანდიდატურაზე არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული გარიგება შედგა ევროპის სახალხო პარტიასა და რუსეთს შორის“,-ამის შესახებ  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ EPP-ის ერთ-ერთი ლიდერი აგრამუნტი ახლახანს იმყოფებოდა მოსკოვში, იქიდან ჩამოვიდა თბილისში. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელებთან, ოპოზიციასთანაც ჰქონდა შეხვედრა. არა როგორც"ევროპის სახალხო პარტიის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, არამედ როგორც ევროპის საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა.  მან დააფიქსირა, რომ რუსეთის მონაწილეობა ევროპის საპარალმენტო ასამბლეის მუშაობაში უნდა განახლდეს,  გარკვეული შეზღუდვები უნდა მოეხსნას“,-განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურა „ევროპის სახალხო პარტიამ“ წარადგინა. გიგი წერეთელის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც და  პარტიული კუთვნილების მიუხედავად, იგივე მოუწოდა ეუთოში საქართველოს დელეგატებს. რაც შეეხება საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას, ისინი წერეთლის კანდიდატურას მხარს არ უჭერენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics