17:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-02 20:21:03, 610 ნახვა

პოლიტიკა
იან კელი: არ გვაქვს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ ტერაქტი ახმედ ჩატაევის ორგანიზებული იყო

"ჩვენ არ გვაქვს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ ტერაქტი ახმედ ჩატაევის ორგანიზებული იყო" - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების ორგანიზატორად ახმედ ჩატაევის დასახელების შესახებ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა. 

იან კელის განცხადებით, მსგავსი ინფორმაცია მან მედიით შეიტყო, თუმცა ამის დადასტურება ჯერ არ მომხდარა. 

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, შესაძლებელია თუ არა პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებასაც დაეკისროს, ვინაიდან ახმედ ჩატაევს საპატიმრო სასჯელი 2012 წლის შემდეგ მოეხსნა, ელჩმა აღნიშნა, რომ მხოლოდ ის შეუძლია თქვას, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებთან ამერიკულ მხარეს ფანტასტიური ურთიერთობა აქვს.

„ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი, ფანტასტიური და სამუშაო ურთიერთობა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვინც იბრძვის ტერიტორიზმის წინააღმდეგ, მათ შორის აუცილებლად უნდა მოხდეს ინფორმაციის გაზიარება და გაცვლა. ეს ფაქტი მოხდა 4 წლის წინ და მე არ შემიძლია ახლა შევაფასო ის, თუ რის საფუძველზე მოხდა ჩატაევის გამოშვება“, - განაცხადა იან კელიმ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics