|
2016-07-01 13:15:42, 970 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნეს კაფეს რიგით მეხუთე შეხვედრა გაიმართა
29 ივნისს სასტუმრო ROOMS Hotel Tbilisi-ში ბიზნეს კაფეს რიგით მეხუთე შეხვედრა გაიმართა. ბიზნეს კაფე საკონსულტაციო და საძიებო კომპანია „ინსორსის“ მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც პირველივე დღიდან პაშა ბანკის ექსკლუზიური მხარდაჭერით ხორციელდება. ბიზნეს კაფეს შეხვედრას ტრადიციულად დაესწრნენ სხვადასხვა მსხვილი კომპანიების მაღალი რგოლის მენეჯერები და განიხილეს თემა „ინოვაციების მართვა“, რომელიც სპეციალურად მოწვეულმა სტუმარმა, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ წარადგინა. ბიზნეს კაფეს ფორმატის შეხვედრები საქართველოში პირველად ტარდება და ემსახურება ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესების და სიახლეების განხილვას. ყოველ შეხვედრას ესწრება საშუალოდ ოცამდე სტუმარი და სპეციალურად მოწვეული მოდერატორი, რომელიც უზრუნველყოფს საკუთარი და დამსწრეთა გამოცდილებების გაზიარებას ერთმანეთთან. ბიზნეს კაფეს შეხვედრების მოდერატორებს შორის იყვნენ: დავით გოგიჩაიშვილი, ალექსანდრე ჯეჯელავა (ამჟამად საქართველოს განათლების მინისტრი), ანდრო დგებუაძე და პაპუნა ტოლიაშვილი. შეხვედრებზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: „ორგანიზაციული კულტურა“, „ადამიანური რესურსების მართვა“, „მენეჯმენტი 3.0 - ანუ უკუღმა წაკითხული MBA -ს წიგნები“ და „წრიული ორგანიზაციული სტრუქტურები“. „მსხვილი კომპანიების მაღალი რგოლის მენეჯერებს შორის ბიზნეს კაფეს მიმართ მზარდი ინტერესი, ვფიქრობ, რომ განპირობებულია სპეციალურად მოწვეული მოდერატორებით და ყურადღებით შერჩეული თემებით. გიორგი ქადაგიძის მოსმენა თემაზე „ინოვაციების მართვა“ ცალსახად ძალიან საინტერესო იყო და სტუმრებმა ამჯერადაც გამოხატეს კმაყოფილება შეხვედრაზე დასწრებით. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ კომპანია „ინსორსთან“ პარტნიორობა აღნიშნულ პროექტზე ნამდვილად გამორჩეულად პროდუქტიული და სასიამოვნოა,“ აღნიშნა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.
(R)
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)