13:12 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 15:12:39, 641 ნახვა

საზოგადოება
თბილისის სატრანსპორტო კომპანია: ირაკლი ღურჭუმელიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა

თბილისის სატრანსპორტო კომპანია გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი აბესაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ფინანსური დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სატრანსპორტო კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა და მისი გადაწყვეტილება  არ უკავშირდება მერიის შიდა აუდიტის შუალედურ დასკვნას. 

"მოგახსენებთ, რომ დღეს აბესაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, კერძოდ მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნის პროექტი, არის შუალედური დოკუმენტი და არ წარმოადგენს საბოლოო დასკვნას. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მერიის შიდა აუდიტის საქალაქო სამსახურს საპასუხოდ განმარტებითი დოკუმენტაციით უკვე მიმართა, შესაბამისად კომპანია ელოდება შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის საბოლოო დასკვნას. 

რაც შეხეება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური დირექტორის ირაკლი ღურჭუმელიას თანამდებობის დატოვების ფაქტს. ვაცხადებთ, რომ ირაკლი ღურჭუმელიამ განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე პირადი განცხადების საფუძველზე დაწერა და მისი გადაწყვეტილება არ უკავშირდება მერიის შიდა აუდიტის შუალედურ დასკვნას",-აღნიშნულია განცხადებაში.  

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics