12:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 17:48:54, 652 ნახვა

საზოგადოება
კონსული საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, აეროპორტში ბილეთების გადასაცვლელად რამდენიმე საათით ადრე მივიდნენ

თურქეთში საქართველოს კონსული ირაკლი ასაშვილი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ აეროპორტში ბილეთების გადასაცვლელად რამდენიმე საათით ადრე მივიდნენ.

მისი თქმით, საკონსულო  სტმაბოლის გუბერნიაში გახსნილ საგანგებო შტაბთან მუდმივ კონტაქტზეა.

როგორც ასაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეები არც დაღუპულთა და არც დაშავებულთა სიაში არ არიან.

კონსული საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, რომ აეროპორტში 3-4 საათით ადრე მივიდნენ, რადგან დიდი რიგებია.

ცნობისთვის, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. მედია საშუალებების ინფორმაციით, 239 ადამიანი დაშავებულია.

შეგახსენებთ, რომ ათათურქის აეროპორტში გუშინ ტერაქტების სერია მოხდა.

სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღიდან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი თავი აიფეთქა.

ტერაქტზე პასუხისგებლობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აეროპორტზე თავდასხმა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა განახორციელეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics