17:03 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 14:29:17, 583 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია: პარლამენტი სექტემბრამდე არ შეიკრიბება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ინფორმაციით, პარლამენტი სექტემბრამდე არ შეიკრიბება და რიგგარეშე სესიას არ გამართავს.

ამის შესახებ ბესელიამ პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად ნონა თოდუას და თამარ ლალიაშვილის კანდიდატურები ხელახლა წარუდგინა და იმედი გამოთქვა, რომ მოსამართლეთა დამტკიცების გადაწყვეტილებას სწორედ მერვე მოწვევის პარლამენტი მიიღებდა.

"პარლამენტი სექტემბრამდე არ შეიკრიბება, რიგგარეშესესიას არ ვგეგმავთ, ხოლო თავისი კალენდარული ვადით, პარლამენტი იკრიბება სექტემბერში, როდესაც უნდა გახისნას საშემოდგომო სესია. შესაბამისად,  იმპერიოდისთვის ვიმსჯელებთ იმ კანდიდატებზე, რომლებიც იქნებიან წარმოდგენილი. ჯერ პოზიცია არ არის შეთანხმებული",-განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics